ტყლარწები



წელვადი რეზინი ანუ, როგორც მას ჩვეულებრივ უწოდებენ, ტყლარწი - ბოლო დროს განსაკუთრბით პოპულარული გასართობი გახდა. საინტერესოა, რომ ამ სათამაშოთი ერთობიან როგორც სულ პატარა ბავშვები (2 წლიდან) ასევე ზრდასრული ადამიანები. როგორც პედიატრები აღნიშნავენ, დამყოლ სხეულზე მუშაობა შესანიშნავად უვითარებს პატარას წვრილ მოტორიკას (ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობას), წარმოსახვისა და შემოქმედების უნარს, კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სწორედ ამ უკანასკნელის გამო არის ტყლარწი ასეთი პოპულარული მოზრდილებშიც. 
ფერად წელვად მასაზე თამაში დამქანცველი დღის შემდეგ საუკეთესო განტვირთვისა და დასვენების საშუალებაა.

Comments

Popular posts from this blog

ქათმის სალათი

ძუძუმწოვრების ნაშიერები

სპილო